იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მძიმე დანაშაულის, მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისათვის ერთი პირი დააკავა, ამის შესახებ “კვირას” ინფორმაცია უწყებაში დაუდასტურეს.
დაკავებულისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, „ავერსის“ კლინიკის ტერიტორიაზე მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებიდან გაქცეული მსჯავრდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათთან კომუნიკაციის შედეგად მისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ მსჯავრდებულებს ჩადენილი ჰქონდათ მძიმე დანაშაული, მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
1-ელ ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია. პროკურატურამ ბადრაგირებისას მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის ფაქტზე საბადრაგო ჯგუფის უფროსს ბრალდება წარუდგინა.