იუსტიციის სახლის თავმჯდომარე საქორწილო ცერემონიები სახლის კონცეფციის ავტორებს შევხდა და სიმბოლური სიგელები გადასცა
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვილენ ალავიძესა და მის მეუღლეს, ლამარა გაგუას შეხვდა.
ვილენ ალავიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ საქორწილო ცერემონიების სახლს.
სწორედ ვილენ ალავიძე და ლამარა გაგუა იყვნენ პირველი წყვილი, რომლებმაც ხელი მოაწერეს დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში.
დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე, ქორწინების სახლის ისტორია 1964 წლიდან იწყება.
კონცეფციის მომზადების შემდეგ, ავტორებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ შენობა ვიზუალურად გამორჩეული ყოფილიყო და ორგანულად შერწყმოდა 1960-იანი წლების თბილისის არქიტექტურულ სტილს.
59 წლის შემდეგ, ვილენ ალავიძე და ლამარა გაგუა ქორწინების სახლში შეხვდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს, ლაშა ლობჯანიძეს და გაუზიარეს ქორწინების სახლის შექმნისა და პირველი საქორწილო ცერემონიის დეტალები.
იუსტიციის სახლის თავჯდომარემ წყვილი სიმბოლური სიგელებით დააჯილდოვა.
დაარსებიდან დღემდე, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლი ასიათასობით წყვილს მოემსახურა.