„ზურაბ ადეიშვილს ხელი მიუწვდება ძალოვანი უწყებების სერვერზე

“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რომელიც ძალოვან უწყებებში ხდება. ეს ინფორმაცია კი მათ იმ კონკრეტული პირების მხრიდან აქვთ, რომლებიც ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებზე რჩებიან. აღნიშნული განცხადება ნარჩემშვილმა საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გააკეთა. “ბევრი დამნაშავე არათუ არ არის დასჯილი, არამედ, მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებში. ვერავინ დამარწმუნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამდენ ინფორმაციას, რომელსაც აჟღერებენ, საჯარო არხებიდან იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციას მათ ის ადამიანები აწვდიან, რომლებიც ამ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურა ადეიშვილს ხელი მიუწვდება სერვერზე, რომელიც სისხლის საქმეების შინაარსს აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი სრულად არიან ინფორმირებულები, სამართალდამცავ ორგანოებს რა საქმეზე რა მტკიცებულებები მოეპოვებათ.” როგორც კობა ნარჩემაშვილმა “კვირას” პრესკლუბში აღნიშნა, მისი ვარაუდი გამყარებულია რეალური ინფორმაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები