“ჰეზბოლა” “მზად არის”, წვლილი შეიტანოს ისრაელის წინააღმდეგ დაპირისპირებაში

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ძლიერმა ლიბანურმა დაჯგუფება “ჰეზბოლამ” განაცხადა, რომ “მზად არის” და ისრაელის წინააღმდეგ კონფრონტაციას “ხელს შეუწყობს”.

ამის შესახებ “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემმა თქვა, ნათქვამია დაჯგუფების ტელეგრამის არხზე.

“ხელს შევუწყობთ კონფლიქტს. როდესაც მოქმედების დრო მოვა, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, – თქვა მან.

“ჰეზბოლა”, რაც არაბულად „ღვთის პარტიას“ ნიშნავს, ლიბანში 1982 წელს შემოჭრილი, ისრაელის ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა, ისრაელის ქმედებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, იქნება ეს შეიარაღებული, საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით.

ის ღიად მოუწოდებს „პალესტინაში სიონისტური რეჟიმის“ განადგურებას.

“ჰეზბოლა” და ისრაელი მრავალი წელია, აწარმოებენ ჩრდილოვან ომს, რასაც, მათ შორის, 2006 წელს 34-დღიანი ომიც მოჰყვა. ჩრდილოვანი ომი, ძირითადად, სირიაში მიმდინარეობს.

“ჰეზბოლა” მუსლიმი სასულიერო პირების ჩანაფიქრს წარმოადგენს, რომელსაც ირანი აფინანსებდა სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მისი ლიდერები აიათოლა ხომეინის მიმდევრები იყვნენ, ხოლო დაჯგუფების შეიარაღებული ძალები ირანის 1500-კაციანი რევოლუციური არმიის მეშვეობით იწვრთნებოდნენ. “ჰეზბოლა” სამხედრო თვალსაზრისით, იმდენად გაძლიერდა, რომ მისი პარამილიტარისტული ფრთა უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბანის ჯარი, მას ახასიათებენ, როგორც “სახელმწიფოს სახელმწიფოს შიგნით”.

დაჯგუფება ისრაელის თავდაცვით ძალებს ლიბანსა და მის საზღვრებს გარეთ სუიციდური ტერორისტული აქტების მეშვეობით ებრძოდა. აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში “ჰეზბოლა” ერთ-ერთ პირველ ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობად ითვლება, რომლის საბრძოლო ტაქტიკა მოიცავდა როგორც მკვლელობას, ასევე, გატაცებას, უცხოელი ჯარისკაცების მძევლად აყვანასა და სუიციდურ ტერორიზმს. შიიტურმა ორგანიზაციამ სამხედრო ტაქტიკაც კი შეიმუშავა, რაც “კატიუშას” რაკეტებისა და სხვა სახის ჭურვების გამოყენებას გულისხმობს.

“ჰეზბოლა” გამოირჩევა საუკეთესო დამოკიდებულებით ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ და კეთილგანწყობით სირიის მიმართ.

დაჯგუფების ლიდერების გამოსვლებსა და ოფიციალურ ტექსტებში ისრაელის სახელმწიფო მოიხსენიება, როგორც “სიონისტთა დანაშაულებრივი ქმნილება”. 1985 წლის მანიფესტის არაბულ ვერსიაში აღნიშნულია, რომ “ჰეზბოლა” ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ისრაელი არ განადგურდება. “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის მოადგილის, ნაიმ კასიმის თქმით, ისრაელთან ბრძოლა “ჰეზბოლას” ფუნდამენტური ღირებულება და მისი არსებობის ღერძია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები