სანქტ-პეტერბურგში საქართველოს მოქალაქე 0,08 გრამი მარიხუანისთვის დააკავეს – მას ბრალად ნარკოტიკის კონტრაბანდა ედება

სანკტ-პეტერბურგში საქართველოს მოქალაქე ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს.

მამაკაცს ჩხრეკისას 0,08 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.

ამის შესახებ Каспаров.ru წერს.

“სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის მესაზღვრეებმა მამაკაცს გაუსუფთავებელი ჩიბუხი უპოვეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადასცეს. მოგვიანებით, ლაბორატორიაში მოწყობილობის კედლებზე 0,08 გრამი მარიხუანა იქნა აღმოჩენილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მამაკაცს ბრალი ნარკოტიკების კონტრაბანდაში ედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები