„პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ მისი ადგილი არის კარებთან“

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტს ხელი ჰკრა და მიანიშნა, რომ მისი ადგილი არის კარებთან. ამის გამოძახილია სწორედ ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი საერთაშორისო ვიზიტებში გიორგი მარგველაშვილს ბლოკავენ“, – ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაჭავარიანის აზრით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არაკოორდინირებულობისა და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია უკვე ქვეყნის საზღვრებს გასცდა. ყოფილი მრჩევლის განცხადებით, ტრაგიკული არაფერია იმაში, რომ გაეროს ასამბლეაზე საქართველო ორი დელეგაციით იყოს წარმოდგენილი.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მინისტრმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას წარმოუჩინონ, თითქოსდა, სახელმწიფოში პირველი პირი არის პრემიერი და არა პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი არ გადათქვამს და ჩვენ გაეროს ასამბლეაზე გვეყოლება 2 დელეგაცია, ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ეს გაეროში ჩვეულებრივი პრაქტიკაა. აქ საუბარი არის არა დელეგაციებზე, არამედ იმაზე, თუ ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი არ უნდა იყოს. პრეზიდენტს არ აძლევენ ხოლმე საშუალებას, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ვიზიტის დროს იყოს წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფოს პირველი პირი. მარგველაშვილი და ღარიბაშვილი წარმოადგენენ ერთ პოლიტიკურ გუნდს. ის, რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ელემენტარული შეთანხმების მიღწევა და უფლებამოსილების გადანაწილება, იქნება ეს საგარეო, თავდაცვის თუ სხვა სფეროებში, ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. ჩვენ ორ პოლიტიკურ შტოს შორის არაკოორდინირებული მუშაობისა და დაპირისპირების შემსწრენი ვართ “,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Tb-e7hgG7JE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები