თემურ შაშიაშვილი: „ოცნებას“ ხელისუფლებიდან შემოდგომაზე დიდ დარტყმას მიაყენებენ
შემოდგომაზე ხელისუფლების ყველაზე სუსტი რგოლი კოალიციას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს, ეს არის „ოცნებიდან“ და „ნაციონალებიდან“ საკრებულოებში არჩეული ხალხი, რომლებსაც, პარტიის ლიდერის აზრით, რაიონებში პოლიტიკა მიჰყავთ, – ამის შესახებ პარტია ,,თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
შაშიაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესებს პარლამენტში უფრო ნაკლები დამცველი ჰყავს, ვიდრე სხვა ქვეყანას. მისი თქმით, ქართველი პოლიტიკოსების 99% ქვეყნის გარედან იმართება.
,,უცხოეთში არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში ინტერესები აქვთ. ასეთები არიან თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ამერიკაში, რუსეთში, რომელთაც საქართველოში, მათ შორის პარლამენტშიც, დასაყრდენად გავლენიანი პოლიტიკოსები ჰყავთ. ახლა პოლიტიკოსები ორიენტირებენ არა იმაზე, რა მოეწონება ხალხს, არამედ, რა მოეწონებათ უცხოეთში. ყველა ქმედება სულ სხვა ქვეყნებზეა გათვლილი“,- აცხადებს შაშიაშვილი.