“ფაქტია, მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება”, – ასე გამოეხმაურა შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, სუს-ი მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს.
“იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე სუს-მა გაავრცელა, არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ საკმაოდ მძიმე პროვოკაცია და მოვლენები იგეგმებოდა სამწუხაროდ. ამაზე საუბრობს სუს-ი იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მოპოვებული აქვთ. შესაბამისად, ყველა სახელმწიფო უწყებამ, მათ შორის, იმ უწყებებმა, რომლებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე არიან პასუხისმგებლები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი მოვლენების განვითარება”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და “მტკიცებულებების ნაწილს” ასაჯაროებს.