ინდონეზიაში, დასავლეთ პაპუას პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სეისმოლოგიური და მეტეოროლოგიური სააგენტო – BMKG ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგები 14 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.