იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მიმართ ბულინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის მოსწავლეები თანატოლს თვითდაზიანებისკენ უბიძგებენ.

არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ გოგონაზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა სამართალდამცველები საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები