ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელთან – არიან დაშავებულები
ქარელთან, ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.