გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ხმაური იყო.
ადგილზე სამართალდამცველებსა და პარტიის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ტერიტორიიდან გაიყვანა და სავარაუდოდ, დააკავა.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. როგორც ეძგვერაძემ განაცხადა, მას 30-ზე მეტი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.