წულუკიანი – ფარცხალაძეზე: რაკი მომზადდა დასკვნა, ეს ნიშნავს, რომ სახეზე იყო დოკუმენტები, რომ პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით და სახეზე იყო შეწყვეტის საფუძველი

“თუ შეწყდება მოქალაქეობა, შესაძლებელი იქნება, რომ ოთარ ფარცხალაძეზე გავრცელდეს საერთაშორისო წესები, რაც ნებისმიერ სხვა საქართველოს არა მოქალაქეზე ვრცელდება”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რაკი მათ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა შეადგინეს – თქვენ იცით, რომ ამ დასკვნას შერეული კომისია ადგენს, რომელიც მხოლოდ იუსტიციელებისგან არ შედგება – ეს ნიშნავს იმას, რომ იქ შედგა მსჯელობა და სახეზე იყო ის დოკუმენტები, რომლებიც ასაბუთებდა, რომ პირს აქვს ორმაგი მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით, და სახეზე იყო შეწყვეტის საფუძველი. თუ შეწყდება მოქალაქეობა, შესაძლებელი იქნება, რომ ფარცხალაძეზე გავრცელდეს საერთაშორისო წესები, რაც ნებისმიერ სხვა საქართველოს არა მოქალაქეზე ვრცელდება“, – აცხადებს წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები