პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ინფორმაციისთვის, გვიან ღამით მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელია.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე გამოძიება კი სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.