თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
„კვირა“ მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.