“უგულავას გეგმა – პროვოკაცია და ჯოჯოხეთი: რას აპირებს “ნაცმოძრაობა”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო გეგმა გაშიფრულია“, – ამის შესახებ გაზეთი “ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს და გიგი უგულავას მიერ თანაგუნდელებისთვის ციხიდან მიწერილ წერილს აქვეყნებს.
“ქრონიკის“ ინფორმაციით, წერილში გიგი უგულავა თანაგუნდელებს სამოქმედო სტრატეგიას აცნობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. “ა) სტანდარტული: ვიგებთ 2016 წლის არჩევნებს. ბ)ივანიშვილს უმხედრდებიან “ზაპადნიკები“, ირევა პოლიტიკური ლანდშაფტი და 2016-მდე დგება ახალი კოალიციის, ანუ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდება. აქ არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ, ან მიდიხარ, ოღონდ 2016-ის მოგების მერე. გ) ისე ირევა სიტუაცია, რომ ხდება ის, რაც უკრაინაში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ქუჩაში დაგდებულ ძალაუფლებას, ანუ რევოლუციური სცენარი“,- აღნიშნავს უგულავა. გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პირველი ვარიანტი ნაკლებად რეალისტურია. გიგი უგულავა განმარტავს, თუ რას წარმოადგენს გეგმის ამოცანა. ამონარიდი გიგი უგულავას წერილიდან: „1) სრული პოკალიფსის სურათის შექმნა. ა) ყოველდღე თუ არა, კვირაში სამჯერ სექტორული პატარ-პატარა აქციები. მაგალითად, სერგომ (სავარაუდოდ, საუბარია, სერგო რატიანზე) ჩაიბას ის უფლებააყრილი სტუდენტები. იყოს 20- კაციანი აქცია, რეცეპტებზე. პატარა აქციებზე წამიკიდებ ვინმეს, მაგალითად, სრულიად უსაგნო კოსტიუმების აქციაზე, წამოეკიდა ვიღაც კანცელარიის დაცის უფროსი, რომლებსაც აქ ჩემი ექიმები ლანძღავდნენ სამი დღე. დიახ, უნდა ვიყოთ პროვოკაციულები და ყოველი ფეხის ნაბიჯზე უნდა იყოს ჯოჯოხეთი“, -აღნიშნულია უგულავას წერილში, რომელსაც გაზეთი “ქრონიკა“ აქვეყნებს.