დავით ნარმანიამ ვანო მერაბიშვილის სიდედრი ამხილა
მერაბიშვილის სიდედრი მერიაში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გააკეთა.
“ახლობლურ-ნათესაური ნიშნით თანამშრომლები არ დაგვინიშნავს, მაგრამ ძველი ხელისუფლების ნათესავები, ვინც სამსახურში არ დადიოდნენ, გავათავისუფლეთ თანამდებობებიდან. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ვანო მერაბიშვილის სიდედრი, რომელიც თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურში იყო გაფორმებული და ხელფასს ისე იღებდა, სამსახურში არ დადიოდა… ყველა, ვინც მოინდომებს საბოტაჟს ან არ ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, მომავალშიც გათავისუფლდება სამსახურიდან”, – აცხადებს ნარმანია.