უკრაინელების თითქმის 80%-მა ზელენსკი კორუფციაზე პასუხისმგებელ პირად დაასახელა – გამოკითხვა

უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალოდ არის პასუხისმგებელი კორუფციაზე მთავრობასა და სამხედრო ადმინისტრაციაში.

ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 18% არ ეთანხმება.

გამოკითხვა ილკა კუჩერივას სახელობის “დემოკრატიული ინიციატივების” ფონდმა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად ივლისში ჩაატარა.

გამოკითხულთა 78%-ს მიაჩნია, რომ ზელენსკია უშუალოდ პასუხისმგებელი კორუფციაზე.

რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკს, ახალგაზრდები უფრო ნაკლებად მომთხოვნი აღმოჩნდნენ სახელმწიფოს მეთაურის მიმართ, ვიდრე – უფროსი ასაკის უკრაინელები.

ამ თეზისს 18-29 წლის გამოკითხულთა 70% ეთანხმება, ამავდროულად, 60+ ასაკის ადამიანებში ასეთი მაჩვენებელი 81%-ზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები