ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა
ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. ინფორმაციას ხელვაჩაურის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.ხელვაჩაურის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.