დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა.

ამის შესახებ განცხადებას, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი მიზანში იღებს „უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებულ მხარდამჭერებს“.

„მაშინ, როდესაც რუსეთის საომარი მდგომარეობა უარესდება, კრემლი უფრო აქტიურად ეძებს მარიონეტებს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რომლებიც მის ომსა და პროპაგანდისტულ ოპერაციებს დაეხმარებიან.

ორი ნავთობის ტანკერი დასანქცირდა ბათუმის ქართულ პორტში რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი – გაცვეთილი და საშიში გემების ნაკრები, რომლებსაც კრემლი სასოწარკვეთილად იყენებს ენერგეტიკული შემოსავლების შესანარჩუნებლად, რაც უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსების ნომერ პირველი წყაროა…

ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე მიზანშია ამოღებული თავისი პლატფორმების პრორუსული დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებისთვის. ბიზნესმენი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების” უმაღლეს დონეებთან, ასევე სანქცირებულია,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები