ზაქარია წიკლაური: ხოშტარია როცა პატრულის მანქანას შეახტა, 30 000 დოლარი გადაუხადა მოწყალე რუსეთმა, მაგრამ კახა კალაძის ბანერის დაზიანება უფრო დაუფასეს და 100 000 დოლარის ჩარიცხვამაც არ დააყოვნა

„რევოლუციას ხალხი სჭირდება და სუსტი, დაუძლურებული ხელისუფლება. დღეს კი არც ერთია არც მეორე, ქვეყანაში გამართულად მუშაობს ყველა სტრუქტურა, ჰექსოგენის საქმეც ამის ნათელი მაგალითია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის დეპუტატმა, ზაქარია წიკლაურმა ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაზე საუბრისას მედიასთან განაცხადა.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, წლევანდელი საარჩევნო კამპანია ძალიან ჰგავს შარშანდელს, როდესაც ოპოზიცია საერთოდ არ მართავდა მოსახლეობასთან შეხვედრებს.

„წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია წყლის 2 წვეთივით ჰგავს შარშანდელ არჩევნებს, მაშინ მე ვარლამ ლიპარტელიანის წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავი ჩართული და  მთელი პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ სამგორში, რომელიც ტერიტორიით თბილისის მეოთხედია, ოპოზიციის არცერთი წინასაარჩევნო შეხვედრა არ გვინახავს. ასეა წელსაც, ისინი არჩევნებისთვის იყენებენ დიდ ფულს, რომელსაც დასავლეთიდან იღებენ და რომელიც ე.წ. „ატკატების”  სახით უკან უბრუნდება მათ პატრონებს. ეს ყველაფერი ლობიზმად იფუთება და ამ თანხების ნაწილი არჩევნების მეორე დღიდან არეულობისა და რევოლუციური სცენარებისთვის იხარჯება, შესაბამისად, ვნახეთ ფოიერვერკების ომიც, მოლოტოვის კოკტეილებიც და სხვადასხვა აალებადი საშუალებების ცეცხლმოკიდებული პარლამენტის შენობაც

ლაკა ხოშტარია იქნება, თუ ნებისმიერი  ე.წ. „ლიდერი“, მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები პირწმინდად წაგებული აქვთ და რევოლუციასაც მათ არავინ მოაწყობინებს. ამიტომ ახალი ტრენდიც გაჩნდა ოპოზიციაში – დაიწყეს თვითდაკავების პროცესი, აბა სხვას რას უნდა ნიშნავდეს ლაკას განცხადება – პროკურატურის მხრიდან მისთვის გირაოს შეფარდებაზე უარი? „ვინც შეეცდება გირაო გადამიხადოს, ეს  გულში დანის ჩარტყმის ტოლფასი იქნებაო“.

რევოლუციას ხალხი სჭირდება და სუსტი, დაუძლურებული ხელისუფლება. დღეს კი არც ერთია არც მეორე, ქვეყანაში გამართულად მუშაობს ყველა სტრუქტურა, ჰეგსოგენის საქმეც ამის ნათელი მაგალითია. ვიდრე ტვირთი საქართველოში შემოვიდოდა, მან  ევროკავშირის წევრი ქვეყნების – რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვრებიც გადაკვეთა, მაგრამ მხოლოდ ჩვენმა სამართალდამცველებმა შეძლეს მისი აღმოჩენა, და რაც მთავარია, რადიკალებს არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ხოშტარია როცა პატრულის მანქანას შეახტა, 30 000 დოლარი გადაუხადა მოწყალე რუსეთმა, მაგრამ კახა კალაძის ბანერის დაზიანება უფრო დაუფასეს და 100 000 დოლარის ჩარცხვამაც არ დააყოვნა. ფული მიიღო და დასასვენებლად, თავისივე უსაფრთხოებისთვის ამჯობინა არჩევნები ციხეში გადააგოროს, ვინ, თუ არა რადიკალებმა ყველაზე კარგად ოციან, რომ ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება და მიზეზიც ექნება – ციხიდან სიტუაციის მართვა გამიჭირდაო“, – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები