რევაზ ჩიკოიძე პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონია
თბილისში პარაძიუდოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი რევაზ ჩიკოიძემ (J2 კატეგორია +95 კგ) მოუტანა. მან ფინალში ფრანგი ნაცერ ზორგანი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია.
ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა (J2 კატეგორია -70კგ) და ლევან გუგავამ (J2 კატეგორია -81 კგ) იზეიმეს, ვერცხლს ბაჩუკი შელია (J2 კატეგორია -81 კგ) დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (J2 კატეგორია -70 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1 კატეგორია -81 კგ) მოიპოვეს.