ოზურგეთში, სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარუჯაში მამამ შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ასევე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები