იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით ევროპის კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ამასთან, დადასტურდა რომ ნიკა მელიას დაკავება და მისი პატიმრობა იყო კანონიერი.
“სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ 2019-2921 წლებში ნიკანორ მელიას დაკავება და მისი პატიმრობა იყო კანონიერი და ევროპულ კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში. ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება, თითქოსდა, მისი დაკავება პოლიტიკური მოტივებით განხორციელდა. შეიძლება ითქვას, რომ ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს მთავრობის წარდგენილ სამართლებრივ არგუმენტებს, მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ ნიკანორ მელიასთან მიმართებით ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.