გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის კურსს დააფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის კურსს დააფინანსებს.

პროექტის მონაწილეებად შეირჩევიან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები
14-21 წლის ახალგაზრდები.

“კურსი ორთვიანია და მოიცავს ფოტოგრაფიის საფუძვლებს:
• ფოტოგრაფიის შესავლებს
• კამერის ტიპებს
• ექსპოციზიას
• კომპოზიციას
• პეიზაჟის, არქიტექტურის და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას
• დოკუმენტურ ფოტოგრაფიას
• ქართული ფოტოგრაფიის ისტორიას
• ფოტოს დამუშავების პროგრამებს კომპიუტერისთვის და მობილურისთვის
• მობილურ ფოტოგრაფიას
• პორტრეტს
• ივენთ ფოტოგრაფიას
• რეპროდუქციას
• ფერების ფსიქოლოგიას
• კონცეპტუალურ ფოტოგრაფიას

კურსის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ფოტოგრაფიის კურსი პროექტ “ART HOUSE 2023-ის” ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.
პროექტის ინიციატორი და განმხორციელებელი გორის ფოტოგრაფთა კლუბია.

ფოტოგრაფიის კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/auFKP
“,- წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები