ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ განაცხადა

ირანის თავდაცვის მინისტრმა, აზიზ ნასიზადემ ახალი ბალისტიკური რაკეტა Qassem Basir-ის წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რაკეტის ფრენის რადიუსია 1,2 ათასი კილომეტრი, მას გაუმჯობესებული მანევრირება აქვს და შეუმჩნეველი იქნება ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, როგორებიცაა THAAD-ი და Patriot-ი.

აზიზ ნასიზადემ შეერთებული შტატებიც გააფრთხილა, რომ ირანს ძლიერი პასუხის გაცემა შეუძლია, თუ თავს დაესხმება.

“თეირანს მეზობლებთან ძმური ურთიერთობები სურს,მაგრამ ომის შემთხვევაში, ტერიტორიებზე არსებული ამერიკული ბაზები ირანელი სამხედროებისთვის კანონიერი სამიზნე გახდება”,- აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია ირანის ბირთვული პროგრამის დახურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები