გურჯაანში, სოფელ ველისციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანში, სოფელ ველისციხეში 30 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს.
დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს