“დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხაზის ლაიტმოტივი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების” პოლიტიკას” – მათიკაშვილი
“სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი მეგობარ აქტს ნამდვილად არ წარმოადგენს და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან აბსოლუტურად სხვა მოლოდინი გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური ხაზის ლაიტმოტივი დიდწილად ემთხვევა „ქართული ოცნების” პოლიტიკას.
“შესაბამისად, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ თანხვედრის, საგარეო პოლიტიკურ ჭრილში არსებული ვითარების კვალობაზე, არსებითი გადატვირთვა და ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება მოხდეს – იყოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა და არა – მხოლოდ ფურცელზე. რაც შეეხება იმ აქტს, ამ სამარცხვინო დოკუმენტს, ბუნებრივია, ის არ წარმოადგენს არცერთ შემთხვევაში რაიმე ფორმით საქართველოსთან მეგობრობის სულისკვეთების მატარებელ დოკუმენტს და აქ გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი ძალიან აშკარად და ცალსახად იკვეთება. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობა არსებითად ახალი ფურცლიდან დაიწყება და ეს რაღაც სამარცხვინო დოკუმენტები არ იქნება ხელის შემშლელი იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობა გადაიტვირთოს“,- განაცხადა მათიკაშვილმა.