თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დინამიკას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი იზრდება, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარაში არაბული საინვესტიციო პროექტის განხორციელების და მსოფლიო ლიდერი ბრენდი ROTANA-ს შემოყვანის მნიშვნელობას. პროექტის განხორციელება გონიოში იწყება და ითვალისწინებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, რომლის საინვესტიციო ღირებულება 71 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები