შსს-მ ქობულეთის მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე დააკავა

ქობულეთის მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე შინაგამ საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

მომხდარის გამო, დაზარალებულმა ქალმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ, ქობულეთის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები