“თუ მოქალაქეებს სურთ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, თავად უნდა დაემორჩილონ კანონს” – უკრაინის შს მინისტრი ჯუმბერ სილაგავას მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

უკრაინის შს მინისტრი, იგორ კლიმენკო 29 აგვისტოს პოლიციელის მიერ შვილების თვალწინ მოკლული ქართველის – ჯუმბერ სილაგავას საქმეს ეხმიანება.

როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, არსებობს სიტუაციები, რომელთა ანალიზი ცივი გონებით არის საჭირო.

“არის სიტუაციები, რომლებიც უნდა გაანალიზდეს ექსკლუზიურად ცივი გონებით. ემოციების გარეშე.

სიკვდილი ყოველთვის სამწუხაროა. დნეპრში მომხდარში ობიექტურად უნდა გავერკვეთ. მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც ყველა ძირითად საკითხს უნდა გასცეს პასუხი.

თუმცა, არსებობს აშკარა რამ. თუ მოქალაქეებს სურთ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება, თავად უნდა დაემორჩილონ კანონს, დაიცვან დადგენილი წესები და არ ურტყან პოლიციას. მეტიც, შვილებს ასწავლეთ კანონის უზენაესობა.

ეს სიტუაცია სერიოზული პრეცედენტია. ჩვენ ომის დროში ვცხოვრობთ. ყოველთვის არ არის სტაბილური დრო, მაგრამ ამჟამად კონტროლირებადია. ეს სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით კონტროლდება.

თუ ცალკეული მოქალაქეები ანარქიაში ცხოვრობენ და თავს კანონზე მაღლა მიიჩნევენ და პოლიცია ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ უკრაინის საზოგადოებისთვის ძალიან ბნელი დრო დადგა”, – დაწერა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები