გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა

გორის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებულ სამშენებლო ობიექტზე, სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულ მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შემდგომ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები