სამტრედიაში დაცვის კომპანია ინტერსექიურთ ჯორჯიასა და ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი სამტრედიას” და დაცვის კომპანია ,,ინტერსექიურითიჯორჯიას” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დღესვე ჩატარდა სისხლის დონაციის აქცია, ,,ინტერსექიურითიჯორჯიას” სამტრედიის წარმომადგენლობამ სისხლი სრულიად უანგაროდ გაიღო, ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.
“ამ აქციის ჩატარების იდეა კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო მოგვივიდა , მოხარული ვარ რომ ,,ინტერსექიურითიჯორჯიას” თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ კეთილშობილურ საქმეში , მსგავს აქციებში ჩვენი სამსახური ეტაპობრივად ისევ მიიღებს მონაწილეობას”,- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ედუარდ მელიამ.
“მსგავსი აქციები ემსახურება მიზანს მოხდეს სისხლის დონაციის პოლულარიზაცია და მოსახლეობის ინფორმირებულობა ,მადლობა ,,ინტერსექიურითიჯორჯიას” ხელმძღვანელობას და ყველა დონორს ვინც ამ აქციაში ჩაერთო , თითოეული გაღებული სისხლი თითო გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს , ყველა დონორი გმირია”, – განაცხადა სისხლის ბანკის დირექტორმა ლაშა კვნტალიანმა.