თუშეთის სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს.