სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და ასევე, სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები