გლოლაში, სტიქიის დროს დაღუპული ორი ადამიანი დაკრძალეს
სოფელ გლოლაში, სტიქიის დროს დაღუპული ორი ადამიანი დღეს დაკრძალეს. გენადი სულთანიშვილის და სოფო ბაკურაძის სამოქალაქო პანაშვიდი სოფლის სკოლის ეზოში გაიმართა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 25 ადამიანი. ამ დროისთვის, შოვში 8 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.