ონის მერი: სტიქიის შედეგად დაზიანდა წყლის მილები – დაგეგმილია, რომ დღის ბოლომდე წყალმომარაგება აღდგეს
ონის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოვდა.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად დაზიანდა წყლის მილები, წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით კი დღეს, დღის ბოლომდე წყალმომარაგების აღდგენაა დაგეგმილი.
“გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი. სტიქიის ზონაში დააახლოებით 20-25%-ია დარჩენილი, რომელიც გადასამოწმებელია. სტიქიის შედეგად დაზიანდა წყლის მილები, წყალმომარაგების კომპანიის დახმარებით კი დაგეგმილია, რომ დღეს, დღის ბოლომდე წყალმომარაგება აღდგეს”,- განაცხადა ხიდეშელმა.