თემურ მღებრიშვილი: 5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით
5 ცხედრის დნმ-ის პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მიმდინარეობს იდენტიფიცირების პროცედურები და დღეს ნაპოვნი გარდაცვლილის ჩათვლით, 5 ადამიანის დნმ-ის პასუხს ველოდებით. დილით მიწის მასის 25-26% იყო დარჩენილი გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა და ხვალ დილით ზუსტი ციფრი გვეცოდინება“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 25 ადამიანი. მაშველები 8 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.