სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და შესაბამის დასკვნას ელოდებიან.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები”,- წერია განცხადებაში.