მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხროვანის ბაზაზე სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.

უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა.
“საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა.  კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა. თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები