რუსებმა გლუხოვში საერთო საცხოვრებელი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა სუმის ოლქის გლუხოვში მდებარე საერთო საცხოვრებელს ორი „შაჰედით“ შეუტიეს. იერიშის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები, – ამის შესახებ სუმის სამხარეო ადმინისტრაცია იუწყება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 6 ადამიანი, მათგან ერთი ბავშვია. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

სუმის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე საგანგებო სამუშაოები გრძელდება და მოსახლეობა შესაძლოა, კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები