ერთი დაღუპული და ცხრა დაშავებული – რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს (ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს.

„ამ დროისთვის სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც დაფიქსირდა უმნიშვნელო ზიანი“, – წერს კურტევი.

მანვე დასძინა, რომ რუსულმა რაკეტებმა ასევე დააზიანა ორი მაღალსართულიანი შენობა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ზაპოროჟიე. ქალაქი ყოველდღიურად იბომბება ოკუპანტების მიერ. რუსული რაკეტა სამოქალაქო შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცნობილია ერთი გარდაცვლილის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ. არიან დაჭრილები“, – წერს უკრაინის ლიდერი Facebook-ზე და თავდასხმის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები