„საბრძნეთში, იახტაზე სააკაშვილთან ერთად ქართველი ქალბატონები იმყოფებოდნენ“
საბერძნეთის კუნძულზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იახტაზე ქართველი ქალბატონები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამარაძემ გაზეთ „ალიას“ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ქალბატონები მიშას ფავორიტ ქალბატონებად იწოდებიან.
„ყველაზე საინტერესო და ახალი დეტალი არის ის, რომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იახტაზე იყვნენ ცნობილი ქალბატონები. ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მითხრა, ახლა მთელი ბრძოლა იმაზეა, რომ მათი სახელები პრესაში არ გაჟღერდეს. როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, ეს ქალბატონები იყვნენ ქართველები. ჩემი მხრიდან არ გამოდიოდა პირდაპირ მეკითხა, კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა სააკაშვილთან ერთად იახტაზე. თუმცა ერთი რამ კი ვკითხე, რა ტიპის ქალბატონები იმყოფებოდნენ იახტაზე. მან მიპასუხა მიშას ფავორიტებს რომ ეძახიან, ისეთი ქალბატონები იმყოფებოდნენო. ეს იყო მისი პასუხი. მე იმან უფრო დამაინტერესა, რას ნიშნავს „ბრძოლა“, რომ ამ ქალბატონების სახელები არ გაჟღერდეს, ეს ხომ არის საჯარო ინფორმაციაა და არა საიდუმლო სერობა სააკაშვილის იახტაზე“, – ამბობს მამრაძე.
შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს საბერძნეთში გემი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ექსთავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს.