კურორტ შოვთან მისასვლელი გზისთვის, დროებითი ხიდის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს (ფოტოგალერეა)

კურორტ შოვთან მისასვლელი გზისთვის, დროებითი სირმის ხიდის აწყობა და ხიდის მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხიდის მონტაჟის სამუშაოები დილიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები