ჯუანშერ ბურჭულაძე: ვერტმფრენების შესყიდვა დღევანდელ უბედურებასთან არანაირ კავშირშია – მათ თავისი სამუშაოები უკვე შეასრულეს
არანაირ კავშირში არ არის ვერტმფრენების შესყიდვა დღევანდელ უბედურებასთან, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, როდესაც კომპანია დაკვეთას იღებს ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, მას შემდეგ იწყებს კონკრეტულად ამ ვერტმფრენზე მუშაობას, რაც გარკვეულ დროს მოიცავს.
მისივე თქმით, სამინისტრომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოახერხა კომპანიასთან შეთანხმება, რათა მომხდარიყო ვერტმფრენების მოწოდება.
„მგონი კარგად გაიაზრეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველა მორალს გადასული კამპანია და მგონი შეწყდა ამაზე აპელირება. არანაირ კავშირში არ არის ვერტმფრენების შესყიდვა დღევანდელ უბედურებასთან, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. ამაზე განმარტება უკვე გავაკეთე, ვერტმფრენმა თავისი სამუშაოები უკვე შეასრულა. დღის განმავლობაში, შუადღის შემდეგ აღარ იყო ვერტმფრენები საჭირო და ის ფუნქცია, რაც ვერტმფრენებს უნდა შეესრულებინათ რომ იმ ადამიანების ევაკუაცია მოეხდინა, რომლებიც იყვნენ მდინარის იქით, ეს ფუნქცია შეასრულა ვერტმფრენმა და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია.
რაც შეეხება შესყიდვას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეყიდა ახალი ვერტმფრენები და არა მეორადი ვერტმფრენები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ როდესაც დაკვეთას იღებს კომპანია ახალი ვერტმფრენის შეძენაზე, მას შემდეგ იწყებს კონკრეტულად ამ ვერტმფრენზე მუშაობას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს მოიცავს და ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოვახერხეთ შეთანხმება კომპანიასთან, რომ ყოფილიყო მიწოდება. ასე რომ, არანაირ კავშირში ვერტმფრენების შესყიდვა არ არის დღევანდელ სტიქიასთან და უბედურებასთან. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გაანებოს ამ თემას თავი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.