გოგი მეშველიანი შოვში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილების ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გოგი მეშველიანი მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებული ბუნებრივი კატასტროფის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს. თითოეული ჩვენგანი შეძრა მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფამ. იმედს ვიტოვებ, რომ მალე მოხდება დაკარგული ადამიანების მოძებნა.
მადლობა სტიქიასთან ბრძოლაში და სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ყველა ადამიანს !“- წერს გოგი მეშველიანი.