ლიეტუვა შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს გამოთქვამს შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო.
ამის შესახებ საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამთ საქართველოს შოვის კურორტზე მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს და სამაშველო ძალისხმევის წარმატების იმედი გვაქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.