შოვიდან ევაკუირებული მოქალაქე: დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიც აქვთ, სითბოც იმ ადამიანებს, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან

შოვიდან ევაკუირებული მოქალაქე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც ვერტმფრენს ელოდებიან, დიდ ყურადღებას აქცევენ.

„დაახლოებით, შუადღის 4 საათი იყო, უცებ ხმა გავიგეთ და რომ გავიხედე, ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოდიოდა ნაძვები და საშინელი ბუღი აუვიდა იქაურობას. დიდი ყურადღებაა ნამდვილად, საკვებიც აქვთ, სითბოც იმ ადამიანებს, რომლებიც ევაკუირებას ელოდებიან. რამდენიმე დედა-შვილს ეძებენ როგორც ვიცი, კოტეჯებში მცხოვრებლებს“, – აცხადებს ქალი.

სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 130-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ვერტმფრენმა ამ დროისთვის რვა საევაკუაციო რეისი შეასრულა. ვერტმფრენი კვლავ გაემართა სტიქიის ზონაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები