თეიმურაზ მღებრიშვილი: იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს
იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, დამერწმუნეთ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს რთული რელიეფიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და ეს უსაფრთხოების მიზნით ძალიან არასწორი იქნებოდა.
„ინფორმაცია ინციდენტის შესახებ შემოვიდა 15 საათსა და 10 წუთზე. დაუყოვნებლივ დაიგეგმა ვერტმფრენების ჩართულობა. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. ამინდმაც შეგვიშალა გარკვეულწილად ხელი, თუმცაღა მფრინავების გმირობის ფასად, შემოაღწია ხეობაში ვერტმფრენმა და დავიწყეთ ევაკუაცია მოსახლეობის.
დამერწმუნეთ, ასეთ რთულ ხეობაში ღამით, რაც არ უნდა აღჭურვილი იყოს ვერტმფრენი, ძალიან გაჭირდებოდა და ეს იქნებოდა ძალიან არასწორი და გაუმართლებელი უსაფრთხოების მიზნით, რადგან იმაზე მეტ საქმეს, რასაც ახლა ადგილზე მყოფი მეხანძრე-მაშველები აკეთებენ, ვერტმფრენი ვერ გააკეთებს რთული რელიეფიდან გამომდინარე“, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.