„ჩემი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ შოვის ტერიტორიაზე, არავისთან კავშირი არ გვაქვს“ – მოქალაქე შოვიდან

შოვში, სტიქიის ზონაში ახალგაზრდა კაცი მეუღლესა და შვილებს ეძებს.

როგორც მან „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, მისი ოჯახის წევრები სასტუმროში იმყოფებოდნენ და ვერც ერთ მათგანთან კავშირს ვერ ამყარებენ.

„ჩემი მეუღლე და შვილები იმყოფებოდნენ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმროში, კოტეჯებში. მათ გარდა კიდევ იყო ხალხი, დედა, ძიძა და დამსვენებლები. არავისთან კავშირი არ გვაქვს. სადღაც 11-12 საათზე ვთხოვე ბავშვების ვიდეოს გამოგზავნა და გამომიგზავნა. მარტო ეს ვიდეო დამრჩება, ალბათ“, – აღნიშნა დაკარგულების ოჯახის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიწის მასის დამუშავების დროს მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები